ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ოთარ ჭილაძის შემოქმედების საღამო

პარასკევს, 29 იანვარს, ვაკის თეატრალურ სარდაფში ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და მწერლის ახალი წიგნის "100 ლექსი" - ს პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ "100 ლექსი" - ის შემდგენელი და რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, ოთარ ჭილაძის მეგობარი, მეცნიერი ცისანა გენძეხაძე, პოეტი მარიამ წიკლაური და სხვა მოწვეული სტუმრები, ლიტერატურათმცოდნეები და კრიტიკოსები. თეატრალური სარდაფის მსახიობებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოთარ ჭილაძის ლექსები წაიკითხეს; მწერალი გაიხსენეს მისმა მეგობრებმა და ლიტერატორებმა. შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ოთარ ჭილაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

ბანერები