მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ – საინფორმაციო შეხვედრა
კონკურსები
28 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში კომუნიკაციების კომისიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ საინფორმაციო შეხვედრა.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარება.
მონაწილეობა ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სტუდენტს შეუძლია.
კონკურსისთვის სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში (მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოსა და ბეჭდურ მედიაში) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდეგ კი სასურველი ფორმატით წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები.
სტუდენტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/tuzDX
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 28 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა 1
2023