ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მარკეტინგული ღონისძიება “COPY BREAK“ მეორედ გაიმართება

ღონისძიებები

24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრების ორგანიზებით, საქართველოში მეორედ გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება “Copy Break” –  „ქოფირაითინგული შესვენება“.

ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა, ამიტომ პროექტის მიზანია, დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შექმნის, ვებსაიტების აგების, ციფრული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში.

ღონისძიების სპიკერები: ბრენდინგისა და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები – თორნიკე გურული, გიორგი კალატოზიშვილი; ,,გორგიას’’ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძვანელი - გიორგი თურქაძე; ,,ინნ ჰოსფითალითის’’ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი - იოსებ ბესტაევი; კრეატიული სააგენტოების – Leavingstone, JWT Metro, McCann Tbilisi,Hans & Gruber – ქოფირაითერები და  კრეატიული დირექტორები.

სპიკერები ისაუბრებენ ქოფირაითინგის სხვადასხვა მიმართულებაზე და განიხილავენ თავიანთ წარმატებულ კამპანიებს.

ღონისძიების მხარდამჭერია: ,,მეამა’’, ,,ტენე’’, ,,სუპრემო’’, ,,ინნ ჰოსფითალითი’’.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია

2024

ბანერები