ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Level UP – მეოთხე ლექცია: CV & სამოტივაციო წერილი

ახალი ამბები

3 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის Level UP ფარგლებში მეოთხე შეხვედრას გამართავს ნანუკა ჯობავა.

ლექციის თემებია:

  • რეზიუმეს (CV) შედგენა
  • სამოტივაციო წერილი

ლექცია იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული – რეალური რჩევებით, მაგალითებით და პრაქტიკული მიგნებებით HR სფეროდან.

ნანუკა ჯობავა არის TBC ბანკის საცალო ბიზნესის შერჩევის ჯგუფის ხელმძღვანელი, HR სპეციალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 3 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები