ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კომპანია ჰაიდელბერგცემენტის პროექტი – The Quarry Life Award 5th Edition

კონკურსები

კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა განათლებისა და ბუნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დონის ასამაღლებლად, ასევე ჰაბიტატებისა და სახეობების კონსერვაციის აღსანიშნავად 2012 წელს დააარსა კონკურსი Quarry Life Award.

მსოფლიოს მასშტაბით 800-ზე მეტი აქტიური კარიერის ფარგლებში ჰაიდელბერგცემენტი და მისი შვილობილი კომპანიები იღებენ ვალდებულებას წიაღისეულის მოპოვების პროცესში და შემდეგ დაიცვან და გააუმჯობესონ გარემო და ხელი შეუწყონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების ზრდას.

Quarry Life Awardსამეცნიერო და საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ერთდროულად იმართება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მიზანია კარიერების ეკოლოგიური ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი შემდგომი გაუმჯობესებისთვის ახალი გზების ძიება.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია იწვევს ყველა ბუნების მოყვარულს, მათ შორის მკვლევრებს, სტუდენტებსა და მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ ამ უნიკალურ კონკურსში ჩვენი კარიერების ბიომრავალფეროვნების საფუძველზე ახალი და უნიკალური პროექტების შემუშავებით.

Quarry Life Award-ის მე-5 კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო 11 მაისს და 2021 წლის 18 ნოემბრამდე გასტანს. საპროექტო წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს მოცემულ ვებგვერდზე 2021 წლის 18 ნოემბრის საღამოს 11 სთ-მდე (CET). www.quarrylifeaward.ge

კანდიდატებმა ჩვენს ერთ-ერთ კარიერთან მიმართებით უნდა შეიმუშაონ საპროექტო იდეა და საპროექტო წინადადება და წარადგინონ ვებგვერდზე 2021 წლის 18 ნოემბრამდე. www.quarrylifeaward.ge

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული პროექტები გამოქვეყნდება 2021 წლის 16 დეკემბერს.

Quarry Life Award-ის ადგილობრივი კონკურსის ჟიური 2021 წლის 16 დეკემბრისთვის შეარჩევს მაქსიმუმ ექვს პროექტს, რომლებიც შეძლებენ კონკურსში მონაწილეობას.

კონკურსანტებს მოეთხოვებათ საპროექტო იდეები განახორციელონ საკვლევი პერიოდის განმავლობაში, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის შუალედში. ყველა შერჩეული პროექტი ერთდროულად ჩაერთვება კონკურსში ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ekizfV

კონტაქტი:
Quarry Life Award Georgia-ს პროექტის კოორდინატორი
ელენე ქართველიშვილი
Elene.kartvelishvili@heidelbergcement.ge
2 47 47 47 * 182

*ყველა მონაწილე ეთანხმება დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციები. ნებისმიერი გუნდი ან ინდივიდი, რომელიც არ დაემორჩილება ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციებს, მყისიერად გამოეთიშება კონკურსს.

2021 წელი

ბანერები