ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კლუბის პრეზენტაცია

9 ივნისს, სამშაბათს, 18:00 საათზე ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სტუდენტ იურისტთა კლუბის S.L.C-ს პრეზენტაცია, სადაც განხილულ იქნა კლუბის სტრუქტურა, მიზნები და საქმიანობის ფორმები და სამომავლო პერსპექტივები. როგორც კლუბის ლიდერმა ოთარ ხუციშვილმა განაცხადა მომავალი სასწავლო წლიდან სხვა მრავალ პროექტთან ერთად იგეგმება ელექტრონული გაზეთის შექმნაც, რომელიც ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება, აგრეთვე სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლოების მოწყობა. დასასრულს ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი კლუბის საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც მოწვეული სტუმრები კლუბის წევრებმა ალა-ფურშეტზე მიიწვიეს.

ბანერები