იწყება Social Impact Award 2023
კონკურსები
დაიწყო განაცხადების მიღება საერთაშორისო პროგრამაზე Social Impact Award 2023, რომელიც ხორციელდება Impact Hub Tbilisi ორგანიზებით.
- თუ ხარ 18-დან 30 წლამდე,
- გსურს გახდე მეწარმე და დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას,
შეავსე განაცხადი: apply.socialimpactaward.net/georgia/
გაიარე 2-თვიანი კურსი Impact Hub-ში პროფესიონალ მენტორებთან ერთად,
მიიღე ფულადი ჯილდო და დაესწარი ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეთა საერთაშორისო სამიტს ბელგრადში (სერბეთი).
Impact Hub Tbilisi ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ საშუალებას აძლევს, რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე ამ დარგში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 ივნისი
30 მაისს, 17:00 საათზე, საორგანიზაციო ჯგუფსა და ჟიურის წევრებთან ონლაინ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/199879419637042
*პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 1500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 150-მდე ახალგაზრდამ (45 გუნდი), გამოვლინდა 22 გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცათ დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ხორციელდება ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით.
2023 წელი