ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო დობორჯგინიძის 2023 წლის 11 დეკემბრის N2313-03 ბრძანებით განსაზღვრული მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოსთვის საბჭოს წევრობის სტუდენტ კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების ვადების შესაბამისად, საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაცია გაიარეს:

  • ნიცა ამბრიაშვილმა, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტმა;
  • ნინი სურმავამ, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტმა;

არჩევნები ჩატარდება 2023 წლის 22 დეკემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ილიაუნის  თეატრის შენობაში, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32.

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის (სტუდენტები) კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყველა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. სტუდენტმა არჩევნებზე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2023

 

ბანერები