განათლების ონლაინგამოფენა – აირჩიე საფრანგეთი
3 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, გაიმართება განათლების ონლაინგამოფენა, რომელიც საფრანგეთში სწავლას მიეძღვნება. მასში 35-მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ისეთი პრესტიჟული სასწავლებლები, როგორებიცაა: Sciences Po, Ecole Polytechnique, Université Paris Saclay, Université Lyon1, Université Lyon 2, Université Rennes 1, Université Bourgogne Franche-Comté, უმაღლესი საინჟინრო სკოლები, კულინარიის სკოლა INSTITUT PAUL BOCUSE, ფრანგული ენის სასწავლო ცენტრები და სხვ.
გამოფენაში მონაწილეობა უფასოა.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ფრანგული დაწესებულებების ვირტუალური სტენდები და დანიშნონ 10-წუთიანი შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩარიცხვის პროცედურებზე, დაფინანსების შესაძლებლობებზე და ა.შ.
სამუშაო ენები: ინგლისური და ფრანგული
პარალელურად Campus France Georgia და უნივერსიტეტები წარმოგიდგენენ ვებინარს საფრანგეთში სწავლის შესახებ.
ღონისძიების სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3dqcgFP