ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფუტსალის ლიგა. VII ტური. TSU vs MFC ILIAUNI

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2023-2024 წლების სეზონი გრძელდება.

22 ნოემბერს, ოთხშაბათს, 14:30 საათზე შედგება ფუტსალის უმაღლესი ლიგის VII ტურის საუნივერსიტეტო დერბი. ილიაუნის ფუტსალის ნაკრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. 

MFC ILIAUNI კარგ ფორმაში ხვდება მოწინააღმდეგეს. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. თსუ-მ კი  ზედიზედ სამი მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ მოწინააღმდეგე ძლიერი და ანგარიშგასაწევია. 

გასულ სეზონში (2022/23 წწ.) გუნდებმა ურთიერთდაპირისპირებებში ქულები გაიყვეს 1-1 გამარჯვება და ერთი ფრე:

რაც შეგვიძლია თავდაჯერებულად ვთქვათ: მაყურებელს საინტერესო და სანახაობრივი მატჩი ელის! წარმატებები MFC ILIAUNI !

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

2023



ბანერები