ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაცხადა ესეების კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში“.

 საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს საბჭოთა ტერორის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე ან საკითხზე, მაგალითად: სტალინური ტერორი, 1956 წლის დემონსტრაციები, 1989 წლის 9 აპრილი, ეთნიკური უმცირესობების დეპორტაცია, ტერორი რელიგიური ორგანიზაციების წინააღმდეგ და ა. შ. ნაშრომი შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.

 საკონკურსო პრიზები:

I ადგილი – 700 ლარი

II ადგილი –  500 ლარი

III ადგილი – 300 ლარი

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ბანერები