ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩვენი მაგისტრანტის წარმატება

თორნიკე რაზმაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ წარმატებულ მაგისტრანტთაგან ერთ-ერთია, რომლებიც "ბაზისბანკმა" 2010 წლის 14 იანვარს დააჯილდოვა პორტატული კომპიუტერებით. გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ, რომ თორნიკე არის ჩვენი უნივერსიტეტის ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა "არგუსის" ერთ-ერთი ავტორი.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ თორნიკემ მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით განაგრძო. ამავდროულად, თორნიკე რაზმაძე არის კომპანია ITDC-ის წამყვანი პროგრამისტი, სადაც მუშაობს სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროექტებზე, მათ შორის "არგუსზე".

"არგუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნიკალური ონლაინ-სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ავტომატიზაციას. "არგუსში" დღეისათვის რეგისტრირებულია და მას იყენებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 5500-ზე მეტი სტუდენტი. ახალი სემესტრიდან კი ასევე იგეგმება  მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ინტეგრაცია სისტემაში.

ბანერები