ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში

ღონისძიებები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში.

22 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1

2024

 

ბანერები