ანაზღაურებადი სტაჟირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება ფაკულტეტის ადმინისტრაციაში.
სტაჟიორი შეისწავლის ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების მიღების პროცესებს, მათთან დაკავშირებულ რეგულაციებს და ჩაერთვება მიღების პროცედურებში.
საქმიანობა:
2024 წლის ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:
- სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
- ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
- საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
- სტუდენტთა პირადი საქმეების ორგანიზება;
- დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება;
- ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა.
მინიმალური მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
სტაჟირების პირობები:
- მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;
- ფაკულტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი;
- სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
- (ზოგიერთი სამუშაო დღე ემთხვევა შაბათ-კვირას);
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 2024 წლის 29 აგვისტოდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით;
- ანაზღაურება: ერთჯერადად 500 ლარი (დარიცხული);
- გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
- გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან ZOOM-ის საშუალებით.
სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) pdf ფორმატით, ერთ დოკუმენტად აკინძული, 2024 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: application_se@iliauni.edu.ge
წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ: სტაჟირება (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია).
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “საქართველოს კანონის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას.
2024