ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ანაზღაურებადი სტაჟირება უმაღლესი კვლევების ცენტრში

ახალი ამბები

სტაჟიორის ფუნქციები:

კვლევით პროექტებში ასისტირება, სემინარების ორგანიზებაში დახმარება, მედიაპროექტებში მონაწილეობა 

სტაჟირების პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს;
  • სტაჟირების ვადა – 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2023 წლის 5 მარტის ჩათვლით;
  • სტაჟიორები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის, წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე;
  • სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

გაცნობებთ, რომ სტაჟირება მიმდინარეობს ადგილზე და არა დისტანციურად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
cas@iliauni.edu.ge
 

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 სექტემბერი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება უმაღლესი კვლევების ცენტრში“.

2022 წელი

 

 

ბანერები