ანაზღაურებადი სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად, შიდა საფაკულტეტო საქმისწარმოების შესასწავლად და ქვემოთ მითითებული პროცესების შესასრულებლად:
- სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციები;
- საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ასისტირება;
- სტუდენტთა ცნობების გატარება სად? და ბაზაში აღრიცხვა; გატარება და აღრიცხვა ერთი და იგივე არ არია?
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
- ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულად გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ახალ ინფორმაციასთან/ამოცანებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვა;
- შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე და არა უმეტეს 40 საათისა, სამუშაო და დასვენების დღეები თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2023 წლის 14 აგვისტოდან 14 ნოემბრამდე
ანაზღაურება: თვეში 300 ლარი (დარიცხული).
ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 3
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 200 სიტყვისა) მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:„სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი)“.
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
- წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
- გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2023