ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ანაზღაურებადი სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რეგისტრარის ოფისში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე 2023 წლის ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა შიდა საფაკულტეტო რეგისტრაციისა და ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდასაჭერად, შიდა საუნივერსიტეტო საქმისწარმოების შესასწავლად და ქვემოთ მითითებული პროცესების შესასრულებლად:

  • სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
  • ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება;
  • ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office.

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ახალ ინფორმაციასთან/ამოცანებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე და არაუმეტეს 40 საათისა, სამუშაო და დასვენების დღეები თანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან

სტაჟირების ხანგრძლივობა:  2023 წლის 14 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით

ანაზღაურება: მოწვევის ვადაზე 300 ლარი (დარიცხული)

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 8

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 200 სიტყვისა)  მისამართზე:  vacancy@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (რეგისტრარის ოფისი)“.

 კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:

  1. წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
  2. გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2023

ბანერები