ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შიდა მობილობა

შიდა მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სტუდენტთა შიდა მობილობას ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე.

შიდა მობილობის გადასვლის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი;

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 თებერვალი;

 შიდა მობილობის შესახებ შესაბამისი დასკვნების რექტორისთვის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 თებერვალი.

შენიშვნა: ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამებზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს ერთიანი ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი:

  • მათემატიკა;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია.

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

ეს არ ეხება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან.

იხ. ბრძანება

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳ თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 
☏  (+995 32) 222 00 09 (139)
✉  sciences_engineering@iliauni.edu.ge

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი  N A204

☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ arts_sciences@iliauni.edu.ge

ბიზნესის სკოლა
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5;
ოთახი: E302 E 305, E303, E405, E403
☏ (+995 32) 222 00 09 (180)
✉ business@iliauni.edu.ge

სამართლის სკოლა
➳ ჭავჭავაძის გამზ. 32. A კორპუსი,
ოთახი 401; B კორპუსი, ოთახი 201;
☏ (+995 32) 222 00 09 (301)
lawfaculty@iliauni.edu.ge

ბანერები