ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მობილობის წესი

მობილობის წესი

მობილობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თუ გსურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლა:

მობილობის მსურველად დარეგისტრირება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ. მობილობის პროცესი ხორციელდება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში - კონკრეტულ ვადებს ადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

მას შემდეგ რაც, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, უნდა გაიაროთ შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაცია. შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალსა და ვადებზე ინფორმაცია იხილეთ აქ.

ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს მიღება 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის საბაკალავრო პროგრამებზე.

ბანერები