ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2020 – ლევან ასათიანი – Saatchi&Saatchi

ღონისძიებები

ADS Georgia 2020-ის შემდეგ შეხვედრას გამართავს საკომუნიკაციო სააგენტო Saatchi&Saatchi-ის კრეატიული დირექტორი ლევან ასათიანი.

ლევან ასათიანი დაახლოებით 15 წელია რაც ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაციის სფეროში მუშაობს. მან მუშაობა დიზაინერად დაიწყო, შემდეგ გახდა არტ დირექტორი, ხოლო ახლა კრეატიული დირექტორის ფუნქცია შეითავსა.

თანამშრომლობდა სხვადასხვა წარმატებულ ქართულ სააგენტოებთან: Windfors,
Holmes & Watson, Metro და  სხვა.https://www.loom.com/share/5e6870c2ba514ba8bbd7695773f9dd05

თემა: „გრაფიკული დიზაინი, როგორც უძველესი პროფესია“ საუბარი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  •  რატომ არის გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი უძველესი პროფესია
  • რა არის გრაფიკული დიზაინი და რა ფუნქცია აქვს მას
  • ტიპოგრაფია, როგორც ვიზუალური კომუნიკაციის განუყრელი ნაწილი
  •  რა დატვირთვა აქვს ბრენდის სიმბოლოს (ლოგოს)
  •  რა გავლენა აქვს ხელოვნებას თანამედროვე გრაფიკულ დიზაინზე
  •  როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე დიზაინის ტრენდები გრაფიკული

ინტერფეისი, როგორც კომპიუტერთან კომუნიკაციის ხელსაწყო

დრო: 23 ივნისი, 16:00 საათი
 ადგილი: სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი

პროექტის შესახებ: t.ly/LsrF
Facebook ჯგუფი: t.ly/va9w

ფეისბუქლაივის ბმული დაიდება წინასწარ.

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).
#AdsGeorgia #ILIAUNI #DSA #ACAG #Ogilvy #OgilvyGeorgia

ბანერები