სემინარი „ინტერვიუს ტექნიკა“
ღონისძიებები
მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვის ფარგლებში 22 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება სემინარი თემაზე: „ინტერვიუს ტექნიკა“.
სემინარს ჩაატარებენ ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის წარმომადგენლები: თეონა გოგილავა და თათია გიგანი.
სემინარზე დასწრება შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს წინასწარი რეგისტრაციით: https://bit.ly/2FgkMGd
გთხოვთ გვეწვიოთ.
დრო: 22 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი