ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

სამართლის სფეროს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.

27 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება სამართლის სფეროს დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • იუსტიციის სახლი

ვაკანსიები: ვაკანსია/სტაჟირება იუსტიციის სახლის ფილიალებსა და ადმინისტრაციის სამსახურებში

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია „საქართველო“

ვაკანსიები: იურისტი

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

  • შემოსავლების სამსახური

ვაკანსიები: ეკონომიკის, ფინანსების, იურიდიულის, საბაჟო და ა.შ მიმართულება

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ვაკანსიები: სხვადასხვა

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.


დრო: 27 მარტი, 13:00-დან 16:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები