ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

საკონსულტაციო შეხვედრები რეზიუმეს შედგენისთვის ილიაუნის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებითვის

ახალი ამბები

ძვირფასო სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო, გაცნობებთ, რომ მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების თვე გაიმართება, რომლის დროსაც შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ სხვადასხვა შეხვედრას, ვორკშოპსა და დასაქმების ფორუმს, შეხვდეთ დამსაქმებლებს სხვადასხვა სფეროდან და დაიწყოთ ან/და განავითარიოთ კარიერა. 

ამასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების სერვისების ფარგლებში რეზიუმეს შედგენისა და დამსაქმებლებთან ურთიერთობისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები.
კონსულტაციის მისაღებად საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, რითიც დაგვიდასტურებთ, რომ გსურთ აღნიშნული სერვისით სარგებლობა, რის შემდეგაც დაგიკავშირდებით და შეგითანხმებთ შეხვედრის კონკრეტულ დეტალებს (დროსა და ადგილს).
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.


 საკონტაქტო ინფორმაცია

➳ F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
☏ (+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ uni-jobs@iliauni.edu.ge

ბანერები