ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა: TBC ბანკის IT აკადემია

ღონისძიებები

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვის ფარგლებში 19 მარტს, 16:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა TBC ბანკის ახალი სასწავლო პროექტის, IT აკადემიის, შესახებ. პროექტი გულისხმობს დაინტერესებული პირების უნარების განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

შეხვედრაზე შეიტყობთ ტრენინგების სერიაზე უფასოდ რეგისტრაციის შესაძლებლობის შესახებ და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ახალ პროექტზე.

შეხვედრა საინტერესო იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი მიმართულებისა და კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. 

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://goo.gl/YuzcZg
გთხოვთ გვეწვიოთ.

დრო: 19 მარტი, 16:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E კორპუსის ახალი სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH

 

 

ბანერები