სადაზღვევო და სამედიცინო სფეროს დასაქმების ფორუმი
ღონისძიებები
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
20 მარტს, 11:00-დან 14:00 საათამდე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება სადაზღვევო და სამედიცინო სფეროს დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
- თიბისი დაზღვევა
ვაკანსიები: გაყიდვები, სამედიცინო სფერო, საოპერაციო, ადმინისტრაცია, შესყიდვები;
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
ვაკანსიები: საცალო გაყიდვების მენეჯერი
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- PSP დაზღვევა
ვაკანსიები: გაყიდვები
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- სამედიცინო კორპორაცია „ევექსი"
ვაკანსიები: საოპერაციო, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფინანსური
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- ჯიპიაი ჰოლდინგი
ვაკანსიები: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სტაჟიორი, ავტოზარალების მენეჯერი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“
ვაკანსიები: სტაჟირება საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, დაზღვევის უმცროსი მენეჯერი, დაზღვევის მენეჯერი, კორპორატიული დაზღვევის უმცროსი ოფიცერი
ვაკანსიები საინტერესოა ბაკალავრის ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- გეფა
ვაკანსიები: სხვადასხვა
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“
ვაკანსიები: გაყიდვები
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- სადაზღვევო კომპანია „ევროინსი“
ვაკანსიები: გაყიდვები
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.
დრო: 20 მარტი, 11:00-დან 14:00 საათამდე,
ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH