საბანკო-საფინანსო და აუდიტორული სფეროს დასაქმების ფორუმი
ღონისძიებები
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
19 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საბანკო-საფინანსო და აუდიტორული სფეროს დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
- თიბისი ბანკი
ვაკანსიები: სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით დასაქმება ფილიალებში; დასაქმება ფინანსების მიმართულებით.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
- საქართველოს ბანკი
ვაკანსიები: საოპერაციო მიმართულებით სერვის-ცენტრებში და სხვ.
ვაკანსიები საინტერესოა: ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- ბაზისბანკი
ვაკანსიები: ბანკის საოპერაციო მიმართულება (მომსახურება), გაყიდვები, დაკრედიტება
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.
- ლიბერთი
ვაკანსიები: მოლარე-ოპერატორი, მოლარე, მითერი, გაყიდვების მენეჯერი, სტაჟირება დაკრედიტების მიმართულებით და სხვ.
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- საქართველოს ეროვნული ბანკი
ვაკანსიები: ფინანსები, ეკონომიკა, განათლება
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვაკანსიები: სტაჟირება ეკონომიკური მიმართულებით.
ვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის.
- საქართველოს შემოსავლების სამსახური
ვაკანსიები: ეკონომიკის, ფინანსების, იურიდიული, საბაჟო და ა.შ. მიმართულებით სტაჟირება.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.
- აუდიტორული კომპანია KPMG Georgia
ვაკანსიები: აუდიტორი, კონსულტანტი და სხვ.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.
- აუდიტორული კომპანია BDO
ვაკანსიები: ფინანსების მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის.
- აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი"
ვაკანსიები: ბუღალტერია, ფინანსური აუდიტი, საგადასახადო აუდიტი, HR
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- კრედო ბანკი
ვაკანსიები: საკრედიტო ოპერაციების მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC
ვაკანსიები: დაკრედიტების ექსპერტი; გარეგაყიდვების აგენტი
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტი"
ვაკანსიები: საკრედიტო მიმართულებით,სტაჟირება სათაო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტში.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, სამაგისტროს საფეხურის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.
დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.
დრო: 19 მარტი, 12:00-დან 15:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე, -1 სართული ( ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH