ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

განათლების სფეროს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.

21 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის B201 აუდიტორიაში გაიმართება განათლების სფეროს დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ვაკანსიები: წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ.

ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი მიმართულების და საფეხურების სტუდენტისთვის, ასევე, კურსდამთავრებულებისთვის.

  • ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ვაკანსიები: პედაგოგი

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებიდა დაკურსდამთავრებულებისთვის.

  • ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი"

ვაკანსიები: სამასწავლებლო საქმიანობა, სკოლის ადმინისტრაციული საქმე, პიარი და მარკეტინგი, გაყიდვები.

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

ვაკანსიები: მასწავლებელი

ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.

  • გ.დევდარიანის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა

ვაკანსიები: მკვლევარი
ვაკანსიები საინტერესოა კურსდამთავრებულებისთვის.

  • სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე"

ვაკანსიები: მასწავლებელი

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო
საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია

ვაკანსიები: სტაჟირება

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო
საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • წიგნის მაღაზია - ბიბლუსი

ვაკანსიები: სხვადასხვა

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • ელვა.ჯი

ვაკანსიები: გაყიდვები

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო
საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • უნივერსალური ცოდნის აკადემია UniKO

ვაკანსიები: გაყიდვები

ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.

დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.

დრო: 21 მარტი, 12:00-დან 15:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH

 

 

 

ბანერები