დასაქმების თვის გახსნა და ილიაუნის სამსახურების დასაქმების ფორუმი
ღონისძიებები
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
18 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიხსნება დასაქმების თვე და დაიწყება ილიაუნის სამსახურების დასაქმების ფორუმი, რომელშიც დასაქმების შესაძლებლობებითა და სტაჟირების პროგრამებით წარმოდგენილი იქნებიან ილიაუნის შემდეგი სამსახურები:
- ადამიანური რესურსების სამსახური;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
- ბიბლიოთეკა;
- საგარეო ურთიერთობების სამსახური;
- ზოგადი მოდულის ინგლისური ენის სწავლების ადმინისტრაცია;
- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი;
- ბაზებისა და დამხმარე ობიექტების მართვის სამსახური;
- ილიაუნის ფაბლაბი;
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ გვეწვიეთ.
დრო: 18 მარტი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.