დასაქმების ფორუმი კვლევების მიმართულებით
ღონისძიებები
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
20 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დასაქმების ფორუმი კვლევების მიმართულებით, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
- კვლევითი კომპანია „ეისითი"
ვაკანსიები: მკვლევარი მარკეტინგის მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტროს საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- კვლევითი კომპანია CRRC
ვაკანსიები: მკვლევარი
ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
- კვლევითი კომპანია Gamma
ვაკანსიები: მკვლევარი, მარკეტერი
ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.
- კვლევითი კომპანია BCG
ვაკანსიები: ინტერვიუერი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი (ინგლისური ენის მცოდნე)
ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ვაკანსიები: სტაჟირება სტატისტიკის მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტროს საფეხურის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის.
დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.
დრო: 20 მარტი, 13:00-დან 16:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.