ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

BUILD SOFTWARE, TEST SOFTWARE

ღონისძიებები

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვის ფარგლებში 25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში კომპანია Exactpro Systems-ის წარმომადგენელი შეხვდება ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

შეხვედრის თემა: BUILD SOFTWARE, TEST SOFTWARE.

Exactpro Systems, IT კომპანია, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას ემსახურება.

პრეზენტაციაზე განხილული იქნება:

  • კომპანია Exactpro Systems-ის ისტორია და მისი საქმიანობის სფერო;
  • რა არის ტესტინგი;
  • როგორ ზოგავს ტესტინგი ხარჯებს, ასევე როგორ იცავს რეპუტაციასა და ადამიანების სიცოცხლეს;
  • რატომ არის ტესტინგი კომპლექსური და გამოყენებადი IT სფეროში;
  • ფინანსური ინფრასტრუქტურის მიმოხილვა;
  • როგორ უნდა შეამოწმოთ პროგრამული უზრუნველყოფა, კომპანია Exactpro Systems-ის ინსტრუმენტები;
  • დასაქმების შესაძლებლობა კომპანია Exactpro Systems-ში.

შეხვედრა დააინტერესებთ ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

გთხოვთ გვეწვიეთ.

დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით: https://goo.gl/5gHfGf


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 25 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E კორპუსის ახალი სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

 

ბანერები