ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

ასოციაცია ESOMAR-ის წევრი კომპანიების შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან

ღონისძიებები

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვის ფარგლებში 19 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ ასოციაცია ESOMAR-ის წევრი კვლევითი ორგანიზაციები:

  • ACT საქართველო – კვლევებისა და კონსულტაციის გლობალური კომპანია;
  • GAMMA – საკონსულტაციო კომპანია;
  • IPM Market Intelligence Caucasus – კვლევებისა და მარკეტინგის საკონსულტაციო კომპანია;
  • TV MR GE საქართველო – Nielsen-ის სატელევიზიო გაზომვების ლიცენზირებული პარტნიორი;


შეხვედრის მიზანია, კვლევით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია კვლევით სფეროში არსებულ უახლეს გამოწვევებზე, კვლევის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ცვლილებებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებზე, კვლევით სფეროში მიღწეულ განვითარების ახალ ეტაპებზე.

შეხვედრის ფორმატი გულისხმობს ასოციაცია ESOMAR-ის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა პრეზენტაციებსა და საინტერესო საკითხების განხილვას კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრა საინტერესო იქნება სოციალური, ჰუმანიტარული და ბიზნესის მიმართულებების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

ასოციაცია ESOMAR შეხვედრის მონაწილეებს გადასცემს სერტიფიკატებს.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://goo.gl/ZT1wuT


დრო: 19 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH

ბანერები