ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი ღონისძიებები

არქიტექტურა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.

25 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიდო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება არქიტექტურისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს დასაქმების ფორუმი, სადაც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • კავშირგაბმულობისა და ტექნოლოგიური კომპანია „ვიონი საქართველო"

ვაკანსიები: IT და ბიზნესის ადმინისტრირება

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის.

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „ენ-ჯი-ეს გრუპი"

ვაკანსიები: მარკეტინგი, გაყიდვები, პროექტების მენეჯერი (IT მიმართულებით)

ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის.

  • სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ფოლადის სახლი"

ვაკანსიები: გაყიდვები, არქიტექტორი, წარმოების მენეჯერი

ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • საგადახადო მომსახურების პროვაიდერი კომპანია „ოპპა"

ვაკანსიები: IT, ფინანსები, ოპერაციების მიმართულება

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Asseco Georgia

ვაკანსიები: ბიზნესისა და IT მიმართულებით

ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • Exactpro Systems

ვაკანსიები: Software Developer

ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის.

  • სქაიტელი

ვაკანსიები: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, ქოლცენტრის ოპერატორი

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია UGT

ვაკანსიები: IT მიმართულებით

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტროს საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

  • სილქნეტი

ვაკანსიები: მომსახურების სფერო, IT, გაყიდვები, ქსელის პროექტირება

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი"

ვაკანსიები: IT, მარკეტინგი, გაყიდვები

ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.


დრო: 25 მარტი, 13:00-დან 16:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ.N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები