ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

თამარ ჯინჭველაძის მასტერკლასი: „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?“

ღონისძიებები

6 ნოემბერს, 19:00 საათზე, დასაქმების კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი თამარ ჯინჭველაძე ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?“

ლექციაზე თქვენ შეიტყობთ, როგორ შეადგინოთ ეფექტური CV, რა უნდა გაითვალისწინოთ გასაუბრებაზე და რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რა იმალება გასაუბრების პოპულარული კითხვების მიღმა და რა უპირატესობა აქვს პროფესიული ქსელის გამოყენებას სამუშაოს ძიების წარმატებისთვის.

თამარ ჯინჭველაძის შესახებ

თამარ ჯინჭველაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორია. იგი ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტია და ფლობს University of Twente-ს (ჰოლანდია) მაგისტრის ხარისხს HR სფეროში. აქვს მართვის მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო, საჯარო და კერძო კომპანიებში.

ვრცლად თამარ ჯინჭველაძის ბიოგრაფია იხილეთ აქ.

დრო: 6 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. შეხვედრაზე დასასწრებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა

 

ბანერები