დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა „Georgian Service Group_2007” წარმომადგენელთან
ღონისძიებები
1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით
დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს “Georgian Service Group - 2007”-ის HR მენეჯერი მაკა გველესიანი.
შეხვედრის თემა: ღია ვაკანსიები „Georgian Service Group – 2007“- ში.
შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 5 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/zWJH15
დრო: 8 ნოემბერი, 15:00 საათი.
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„Georgian Service Group_2007“-ის წარმომადგენელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.
სწრაფი ბმულები
საკონტაქტო ინფორმაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge