ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში – შეხვედრა „ჯეოკაპიტალის“ წარმომადგენელთან თემაზე: დასაქმების შესაძლებლობა „ჯეოკაპიტალში“

ღონისძიებები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის 
ორგანიზებით დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 10 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს „ჯეოკაპიტალის“ ადამიანური რესურსების მენეჯერი  მარიამ პავლიაშვილი.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 1 ნოემბრისა. რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.

შეხვედრის თემა: დასაქმების შესაძლებლობა „ჯეოკაპიტალში“

დრო: 10 ნოემბერი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი (ი.ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ჯეოკაპიტალი“წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

 

ბანერები