ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (21 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში”.

ტრენინგი განკუთვნილია:

  • ქცევითი თერაპევტებისთვის;
  • ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისთვის;
  • ენისა და მეტყველების განვითარების სპეციალისტებისთვის.

ტრენინგის მონაწილეები

  • გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
  • ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
  • შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.

ტრენერი

მარიამ გოჩაშვილი, სოციალური მეცნიერებების მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე;

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.

ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 10 დეკემბერი

ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი

ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/j1h9a3yJf2dHLvwV7

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

 2024

ბანერები