ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ვიდეოკონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

გაინტერესებს ვიდეოების გადაღება? გსურს კონტენტის შექმნის შემოქმედებით პროცესში  მონაწილეობა?

მაშინ ჩაერთე ილიაუნის ვიდეოკონკურსში, რომელიც საშუალებას მოგცემს, გაიარო სტაჟირება TikTok-ისა და Instagram-ის მიმართულებით და გაიგო, როგორ მუშაობს უნივერსიტეტის ციფრული მედია.

ვიდეოს თემა: „ერთი დღე ილიაუნიში“

შექმენი  მარტივი და სახალისო ვიდეო ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების შესახებ; წარმოაჩინე თქვენი საუნივერსიტეტო დღე, რომელიც მარტივად აღსაქმელი კადრებისა და ლაკონიური ენის საშუალებით იქნება გადმოცემული.

ვიდეოს მრავალფეროვნებისთვის შეგიძლია გამოიყენო მუსიკა, ინტერვიუ,  თხრობა და ნებისმიერი სხვა ელემენტი, რომელიც თქვენს ვიდეოს სხვებისგან გამოარჩევს.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

  • ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს

ვის ვეძებთ?

სტუდენტებს, რომლებიც ილიაუნის ღირებულებებს წარმოაჩენენ შემდეგი პიროვნული მახასიათებლებით:

  • კრეატიულობა და ენთუზიაზმი;
  • კომუნიკაბელურობა და იუმორის გრძნობა;
  • ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა.

კონკურსი გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთაც პრიზად გადაეცემათ  „კონტენტ კრეატორისთვის“ საჭირო ატრიბუტიკა.  

გამარჯვებულები  ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან ილიაუნის TikTok-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საუკეთესო სტაჟიორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიარის დეპარტამენტში დასაქმდება.

ბოლო ვადა: 31 იანვარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ვიდეოები ელფოსტაზე: pr@iliauni.edu.ge 

გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ „ ვიდეოკონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის“.

 2024

ბანერები