ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე სეისმური მონიტორინგის ცენტრში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

სტაჟირება გაგრძელდება სამ თვეს დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაოს აღწერა:

  • სეისმური აპარატურის მუშაობის პრინციპების შესწავლა;
  • საველე კვლევებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალობა;
  • ველზე მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სტუდენტზე მორგებული;

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 19 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება სეისმური მონიტორინგის ცენტრში“.

ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2023

 

ბანერები