ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში.

სტაჟირება გაგრძელდება სამ თვეს დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაოს აღწერა:

  • საველე გეოფიზიკურ კვლევებში მონაწილეობა;
  • გეოფიზიკურ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
  • სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალობა;
  • ველზე მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სტუდენტზე მორგებული;

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 19 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში“.

თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2023

ბანერები