ვაკანსია ილიაუნის სასადილოში „უნიფუდი“ – მოლარის ასისტენტი
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს უნივერსიტეტის სასადილოში „უნიფუდი“ მოლარის ასისტენტის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მზა კერძების აწონა და მომხმარებლისთვის მიწოდება. ცხელი სასმელების მომზადება;
- გაყიდვის წერტილზე თანხის კონტროლი;
- ფურშეტების, ყავის შესვენებისა და უნივერსიტეტის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან პროფესიული განათლება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჭავჭავაძის გამზ. N32
- სამუშაო გრაფიკი: სრული ან არასრული, შეთანხმების შესაბამისად
კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა
- გასაუბრება
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი
- რეზიუმე (CV)
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მოლარის ასისტენტი“.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი