ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

თიბისი ბანკის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

ახალი ამბები

თიბისი ბანკი აცხადებს სტუდენტების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების ერთწლიან პროგრამაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

პროგრამა განკუთვნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის.

თიბისი ბანკი რამდენიმე წელია ახორციელებს სტუდენტური სტაჟირების პროგრამას. 2018 წელს ამ პროგრამის 12 წარმატებული მონაწილე გახდა თიბისი ბანკის IT გუნდის წევრი.

სტუდენტური პროგრამის ფარგლებში წარმატებულ სტუდენტებს თიბისი ბანკი სთავაზობს:

  • ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისი ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში;
  • რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობას;
  • ახალი ტექნოლოგიების გაცნობას და ახალ გამოწვევებს;
  •  როტაციის შესაძლებლობას დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებაში;
  • პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • სტუდენტის გრაფიკზე მორგებულ სამუშაო საათებს.

თითოეულ წარმატებულ მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს თიბისი ბანკის გუნდის წევრი.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების განხილვა
  • ტესტირება
  • გასაუბრება 

დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Internship@tbcbank.com.ge

ბანერები