


Სტაჟირება ილიაუნის ინგლისური ენის სწავლების ადმინისტრაციაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მოდულის ინგლისური ენის სწავლების ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას ილიაუნის სტუდენტებისთვის ტექნიკური კოორდინატორის პოზიციაზე.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობს დისტანციურ რეჟიმში, სტაჟირება დაიწყება დისტანციური რეჟიმის გაუქმების შემდეგ.
ამჟამად მიმდინარეობს მსურველების წინასწარი რეგისტრაცია, კანდიდატებს დაუკავშირდებიან კონკრეტული გრაფიკის შესადგენად.
მოთხოვნები:
-
ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ საშუალო დონეზე;
-
უნდა იყოს მესამე ან მეოთხე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტი;
-
კანდიდატებს დასრულებული უნდა ჰქონდეთ ზოგადი მოდულის ინგლისური ენის ყველა სავალდებულო კურსი;
-
სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი სწავლასთან შეთავსებით: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დღეგამოშვებით, 18:00-დან 21:00 საათამდე;
-
სტაჟირების დასრულების შემდეგ ილიაუნის ადმინისტრაციაში გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ძირითადი მოვალეობები:
-
ლექტორებისთვის ტექნიკური დახმარება – ინვენტარის (მაგ.: მარკერების, დაფის საშლელების და სხვა საკანცელარიო ნივთების) მიწოდება;
-
კოორდინატორების ინფორმირება შექმნილი პრობლემების შესახებ (მაგ.: აუდიტორიაში კომპიუტერების გაუმართაობა);
-
სტუდენტებისთვის საჭირო ინფრომაციის მიწოდება;
-
აუდიტორიების გასაღებების კონტროლი;
-
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ აუდიტორიების მონიტორინგი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციოფორმა.