ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტიპენდია მომავალი ინჟინრებისათვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„ჰაიდელბერგცემენტი“ აცხადებს კონკურსს წარჩინებული სტუდენტებისათვის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად

სტიპენდიის მიზანია, ხელი შეუწყოს ტექნიკური სფეროს სტუდენტების მოტივირებასა და მათ განვითარებას კომპანიაში სტაჟირებისა და ახალი ტექნოლოგიების გაცნობის გზით და მათ შემდგომ დასაქმებას „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნებში.

სტიპენდიის ბენეფიტი და პერიოდი:
სტიპენდია სრულად ფარავს ერთი ან ორი წლის სწავლის საფასურს, რომელიც პირდაპირ გადაირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე. საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას მესამე და მეოთხე კურსზე სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კი - მეორე კურსზე სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის.

იმ სტუდენტებს, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი, დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო საფეხურის II-III კურსებისა და სამაგისტრო საფეხურის I კურსის სტუდენტებს, რომლებიც:

სწავლობენ შემდეგ სპეციალობებზე: 

  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია 
  • ცემენტის ტექნოლოგია
  • სამთო გეოლოგია

აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება: GPA 3.2 (4.0-სკალიანი შეფასებიდან) ან საშუალოდ ქულების 85% და მეტი ყველა საგანში.

ფლობენ ინგლისურ ენას საშუალო დონეზე.

აქვთ სურვილი, იმუშაონ „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნებში სწავლის დასრულების შემდეგ და გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის გუნდის წევრი. 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა სასწავლებლიდან;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;
  • ერთი სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი აპლიკაცია;
  • სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატთა შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე. არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. 

„ჰაიდელბერგცემენტი“ პასუხისმგებლობას იღებს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე და მისი განხილვა მოხდება მხოლოდ „ჰაიდელბერგცემენტის“ შესარჩევი კომისიის მიერ.

შერჩევის პროცესი:
შერჩევის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან:

  1. საბუთების წარდგენა;
  2. პროფესიული ცოდნის შემოწმება;
  3. გასაუბრება.

კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინონ „ჰაიდელბერგცემენტის“ სათავო ოფისში დახურული კონვერტით, წარწერით „სტიპენდია მომავალი ინჟინრებისათვის" (მისამართი: თბილისი, ლორთქიფანიძის ქ. 4) ან გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: application@heidelbergcement.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 აპრილი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ.: +995 32 474747 (121)

ბანერები