ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას საინფორმაციო ცენტრში სამუშაოდ და ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდასაჭერად.

სტაჟირების პირობები:  

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 6 ვაკანსია;
  • სტაჟირების ვადა – 2023 წლის 22 თებერვლიდან ორი თვის განმავლობაში;
  • გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
  • ანაზღაურება – თვეში დარიცხული 300 ლარის ოდენობით;

სტაჟიორთა ფუნქციები:

  • საინფორმაციო ცენტრში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციები;
  • საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ასისტირება;
  • სტუდენტთა ცნობების სად? გატარება და ბაზაში აღრიცხვა; 
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • სხვა მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

სტაჟიორები შეირჩევიან საბუთებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 200 სიტყვისა) გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ„სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე“.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი.

2023 წელი

ბანერები