ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟიორის ფუნქციები:

ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება, სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები, სასწავლო პროცესის მონიტორინგის წარმოება, სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება, დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება.

სტაჟირების პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს;

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა –12;

  • სტაჟირების ვადა – 2019 წლის 30 სექტემბრიდან  2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. 

  • სტაჟიორები შეირჩევიან წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე;

  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმეები (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 სექტემბერი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში“.

ბანერები