სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2022 წლის ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდასაჭერად.
სტაჟირების პირობები:
ერთიანი ეროვნული საბაკალავრო და სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია:
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 8 ვაკანსია;
- სტაჟირების ვადა – 2022 წლის 19 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით;
- გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
- ერთჯერადი ანაზღაურება დარიცხული 300 ლარის ოდენობით;
სტაჟიორების ფუნქციები:
- სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
- ხელშეკრულების რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
- საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
- სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება;
- დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება.
- საინფორმაციო ცენტრი:
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 3 ვაკანსია;
- სტაჟირების ვადა – 2022 წლის 19 აგვისტოდან სამი თვის განმავლობაში;
- გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
- ანაზღაურება თვეში დარიცხული 300 ლარის ოდენობით;
სტაჟიორების ფუნქციები:
- საინფორმაციო ცენტრში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციების გაწევა;
- საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ასისტირება;
- სტუდენტთა ცნობების გატარება და ბაზაში აღრიცხვა;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
სტაჟიორები შეირჩევიან საბუთებისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გთხოვთ, CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე“.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აგვისტოს 18:00 საათი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტაჟიორთა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას სტაჟირების პერიოდში.
2022 წელი