ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სტაჟირება ილიაუნის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი დასაქმების კვირეულის ფარგლებში აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ილიაუნის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, მისი დასრულების შემდეგ კი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

სტაჟიორები განაწილდებიან შემდეგ მიმართულებებზე:

  • კარიერული განვითარების სერვისები
  • სპორტი
  • სტუდენტური პროექტები
  • დეპარტამენტის პროექტები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/4jYCzW

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2017 წლის 17 ნოემბერი

ადგილების რაოდენობა: 8-10 სტაჟიორი

სტაჟირების ვადები: 3-9 თვე

გადაწყვეტილების მიღების ვადები:

28 ნოემბერი – გასაუბრების ეტაპის დასასრული;

5 დეკემბერი – პრაქტიკული დავალების ეტაპის დასასრული;

10 დეკემბერი – საბოლოო გადაწყვეტილება.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება
  • პრაქტიკული დავალება [საჭიროებისამებრ]

მიმართულებები და სტაჟიორების ფუნქციები

დეპარტამენტის ინიცირებული პროექტები/გასვლითი სკოლები:

  • პროექტის მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება;
  • პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • პროექტის კოორდინირება;
  • მონაწილეებთან ურთიერთობა.

სტუდენტების ინიცირებული პროექტები:

  • სტუდენტური პროექტების ბაზის წარმოება;
  • დამტკიცებული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფორმალური საკითხების მოგვარება;
  • სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა პროექტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

კარიერული განვითარების სერვისები:

  • ვაკანსიების სისტემატური მოძიება სტუდენტებისთვის;
  • დასაქმების ფორუმების თანაორგანიზება;
  • პირდაპირი და ელექტრონული კომუნიკაცია სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან;
  • პრაქტიკული კონსულტაციები რეზიუმესა და სამოტივაციო წერილების შედგენის შესახებ.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სპორტის მიმართულება:

  • სპორტული შეჯიბრებებისა და სხვადასხვა პროექტის კოორდინირება;
  • უნივერსიადაში მონაწილე სტუდენტების დოკუმენტაციის მომზადება;
  • სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა სპორტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge
ტელ.: 032 2 22 00 09 (270)
Facebook-გვერდი: iliaunistudentaffairs

ბანერები