ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საქმეთა მწარმოებლის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1400.00 ლარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული;

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • აპლიკანტს მოეთხოვება, იყოს ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული.

მოვალეობები:

  • შემომავალი სატელეფონო ზარებისა და ფაქსის მიღება;
  • ორგანიზაციის საერთო ელექტრონული ფოსტის მიღება, მონიტორინგი და ადრესატებამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
  • შიდა ორგანიზაციული წერილების/დოკუმენტაციის რეგისტრირება და გადამისამართების უზრუნველყოფა;
  • მთლიანი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (Edocument) მართვა (კანცელარია);
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • დირექტორის ბრძანებების გატარება და დაარქივება;
  • დირექტორის სამუშაო განრიგის ორგანიზება;
  • დირექტორის სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე/CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge და მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

 

ბანერები