ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია – ბუღალტრის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის შემოსავლების, ხარჯების, ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების აღრიცხვის სამსახურის ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;

  • პროგრამა FMG SOFT-ში ბუღალტრული გატარების შესრულება;

  • პროგრამა FMG SOFT-ში საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი;

  • ყოველდღიური საბუთებისა და შედარების აქტების წარმოება;

  • კომპანიის თანამშრომელთა სახელფასო ანგარიშსწორების უწყისების მომზადება;

  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;

  • დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;

  • ინტერნეტბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;

  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამა FMG SOFT-ში;

  • კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მარაგების პროგრამული აღრიცხვა;

  • დოკუმენტბრუნვის პროგრამაში კორესპონდენციის კონტროლი და პასუხის გაცემა;

  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ფინანსისტის/ეკონომისტის სპეციალობით;

  • სასურველია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის 3 წლის სტაჟი;

  • საბუღალტრო პროგრამის FMG-ის ცოდნა;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

  • სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • სასურველია ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი.

  • სამართლებრივი აქტების ცოდნა, სასურველია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ორგანიზებულობა;

  • პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

  1. შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;

  2. გასაუბრება;

  3. ტესტირება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: konkursi@water.gov.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 29 თებერვალი, 2020 წ.

დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბანერები