ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საგანმანათლებლო ინტერნეტპორტალის რედაქტორის/პროდიუსერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საგანმანათლებლო ინტერნეტპორტალი edu.aris.ge აცხადებს რედაქტორის/ პროდიუსერის ვაკანსიას (ანალიტიკის/პუბლიცისტიკის მიმართულებით) სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

აუცილებელი მოთხოვნები:

თხრობისა და წერის კარგი უნარები, მულტიმედია წარმოების გამოცდილება, სოციალური მედიის ცოდნა, ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება, რედაქტორის/პროდიუსერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება, რეპორტიორების მართვა, მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 2000 ლარიდან (გადასახადების ჩათვლით), თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2020 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე 5 პუბლიკაცია მაძიებლის ავტორობით/თანაავტორობით/ხელმძღვანელობით მისამართზე: cvpro@aris.ge, თემაში მიუთითეთ – „პროდიუსერი“

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმე პუბლიკაციების გარეშე არ განიხილება.

Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებგვერდს: edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 400 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-200 000-ზე მეტი გამომწერი).

ბანერები